"ახალი მემარჯვენეების" საჩხერის რაიონული ორგანიზაციის ლიდერი კობა მოდებაძე და რაიონული ორგანიზაციის ბიურო, რვა კაცის შემადგენლობით, შემუერთდა მოძრაობას ~სამართლიანი საქართველოსთვის". ამ გადაწყვეტილების შესახებ კობა მოდებაძემ უკვე ოფიციალურად აცნობა თავისი უკვე ყოფილი პარტიის ხელმძღვანელობას.
~ასეთი ნაბიჯის გადადგმა განაპირობა იმ გარემოებამ, რომ ჩვენ გვინდა მხარი დავუჭიროთ იმ პოლიტიკურ კურსს, რომელსაც ზურაბ ნოღაიდელი და მისი გუნდი ატარებს. ჩვენ ვუერთდებით რუსეთთან ურთიერთობების აღდეგნის მოთხოვნას, რადგან მიგვაჩნია, რომ ამის გარეშე ქვეყანა ჩიხიდან ვერ გამოვა~, _ აცხადებს კობა მოდებაძე.