ეროვნულ უმცირესობების საკითხში ეუთო-ს უმაღლესი კომისარი კნუტ ვოლებეკი სოხუმს ეწვია. ეუთოს დელაგაციას უმაღლეს კომისართან ერთად მრჩეველი მიხაიულ გრიბინიჩი და პროექტის წარმომადგენელი ბობ დინი წარმოადგენენ.
დღეს დელეგაცია აფხაზეთის თვითაღიარებული რესპუბლიკის ე.წ პრეზიდენტს, სერგეი ბაღაფშს შეხვდება. აგრეთვე იგეგმება ე.წ პრემიერთან, საგარეო საქმეთა მინისტრთან და განათლების მინისტრთან შეხვედრებიც.
გავრცელებული ინფორმაციით 4 თებერვალს კნუტ ვოლებეკი გალის რაიონში ჩავა და დე-ფაქტო ადმინისტრაციის ხელმძღვანელს, ბესლან არშბას შეხვდება. ეუთოს კომისარი გალის რაიონის დაბალი ზონის სოფლებსა და პირველი ოტობაიას მოსახლეობასაც მოინახულებს.
5 თებერვალს, დელეგაცია გაგრის რაიონში გაემგზავრება იქაური დე-ფაქტო ადმინისტრაციის ხელმძღვანელს, ასტამურ ქეცბას შეხვდება.