"გუშინ დამთავრდა "ნაციონალური მოძრაობა" - მაშინ, როდესაც ეს კადრები გავიდა",_ აცხადებს სააგენტო "ჯი-ეიჩ-ენთან" საუბარში ყოფილი სახელმწიფო მინისტრი გოგა ხაინდრავა.
"იმას, რისი მომსწრებიც დღეს ვართ, პირუტყვის გარდა არავინ სჩადის. ამაზე მეტი დაცემა ერისა შეუძლებელია. თუ ქართველი ხალხი ამას შეეგუა, ეს ნიშნავს იმას, რომ ქართველ ხალხს მომავალი არა აქვს. აქ არ არის ლაპარაკი სახელმწიფოებრივ ინსტიტუტებზე, სახელმწიფოებრივ განვითარებაზე აქ ლაპარაკია იმაზე, რომ გვინდა ვიცხოვროთ გალიაში ორანგუტანგებივით, გორილებივით, შიმპანზეებივით, როგორც ცხოვრობს სააკაშვილი, მერაბიშვილი, ადეიშვილი, თუ გვინდა, რომ ცივილიზებულ ერად ვიწოდებოდეთ? თუ გვინდა, ეს სირცხვილი უნდა ჩამოვირეცხოთ და მთელ მსოფლიოს უნდა ვუთხრათ რომ ესენი არ არიან ქართველი ერი, მათ არავითარი კავშირ არ აქვთ ამ ქვეყანასთან და ქართველობასთან", _ აცხადებს ხაინდრავა და აღნიშნავს, რომ მინისტრ კალმახელიძის გადადგომით ეს საქმე არ უნდა ამოიწუროს.
"კალმახელიძე არის ერთ-ერთი ძუ შიმპანზე, მეტი არაფერი, ეს მისი ცხოვრების წესია, მაგათი ცხოვრების წესია. კალმახელიძეს ვინ ჰკითხავს? ეს არის სააკაშვილის მე, მერაბიშვილის მე, ადეიშვილის მე და ეს არის მათი აშენებული სისტემა და ისინი უნდა დაისაჯონ. პირველი სააკაშვილი დაისჯება, როგორც სახელმწიფო დამნაშავე და როგორც კაცთმოძულე, იმიტომ, რომ სხვა არაფერი არ შეიძლება ეწოდოს იმას, რაც ჩვენ ვნახეთ. 14 წლის ბავშვს ჯოხით რომ გააუპატიურებენ, ეს არ არის საზოგადოება და ეს არ არის ქვეყანა, ამას თუ აიტანს", _ აცხადებს ხაინდრავა და "ნაციონალურ მოძრაობას" ტერორისტულ ორგანიზაციას უწოდებს.
"ნაციონალური მოძრაობა არის ტერორისტული ორგანიზაცია, მათ რომელ რეიტინგზე შეიძლება იყოს ლაპარაკი, ეს არის პირუტყვების, შიმპანზეების გაერთიანება, რომლებიც ერთმანეთთან სექსუალურ კავშირს ამყარებენ, მაგრამ საკუთარ წრეში თავში ქვა უხლიათ და მუცელში სამართებელი, ჩვენს ბავშვებს, ჩვენს დებსა და ძმებს დაანებონ თავი და დაანებებენ კიდეც ძალიან მალე", _ აცხადებს ხაინდრავა "ჯი-ეიჩ-ენთან" საუბარში.