"თუ პენიტენციალურ სისტემაში ვინმე რამეს აშავებს ეს არ ნიშნავს იმას, რომ ყველაფერს ხაზი უნდა გადავუსვათ. ძალიან ბერი რამე უმჯობესდება, ეს ინფრასტრუქტურაა, ეს მოსახლეობის მომსახურებაა ეს პატიმრობის კოდექსში ძალიან ბევრი ახალი ჩანაწერია, რაც პატიმრების უფლებებს ზრდის", _ აცხადებს სააგენტო "ჯი-ეიჩ-ენთან" საუბარში პარლამენტის ვიცე-სპიკერი, უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერი გიგი წერეთელი, თუმცა აღნიშნავს, რომ ყოველივე რაც მოხდა - "ეს ყველანაირ ჩარჩოებს მორალურს ადამიანურს სცდება, პროფესიულზე ხომ საერთოდ არ მაქვს საუბარი".
"ის რომ ადამიანია საპატიმროშია რა დანაშაულიც არ უნდა ჰქონდეს მას ჩადენილი ის კანონის წინაშე აგებს პასუხს და არა ციხის თანამშრომლების წინაშე. მე ვფიქრობ წარმოუდგენელია ასეთი რამ ხდებოდეს ჩვენს საპატიმროში და საბედნიეროდ, მე დარწმუნებული ვარ, რომ ეს ერთეული ფაქტებია. შს სამინისტროს ამ მხრივ, აქვს თავისი გამოძიება და ალბათ საზოგადოებას დამატებით ინფორმაციას მიაწვდის", _ აცხადებს გიგი წერეთელი და აღნიშნავს, რომ ნებისმიერ შემთხვევაში ეს აბსოლუტურად აღმაშფოთებელი ფაქტია.
" თავის დამშვიდება იმით, რომ ალბათ სხვა ქვეყნებშიც ხდება ასეთი რამ, მაგრამ ამ შემთხვევაში ჩვენთვის ამას მნიშვნელობა აღარ აქვს. ჩვენ ჩვენს საქმეზე ჩვენს პრობლემებზე უნდა ვიზრუნოთ და ყველა ადამიანს ვინ რამენაირად ეხება ამ საკითხს, პირდაპირ ირიბად შესაბამისი პასუხისმებლობა უნდა დაეკისროს და ძალიან მკაცრად უნდა დაისაჯოს ყველა", - აცხადებს წერეთელი და ყველას, წინასაარჩევნო მარათონის ამ დამასრულებელ ეტაპზე პოლიტიკური სპეკულაციებისგან თავის შეკავებისკენ მოუწოდებს.
"მე ვთხოვ ყველას, მე მესმის, რომ ახლა არჩევნებია და საბოლოო ეტაპია და ფინიშისკენ მიდის პოლიტიკური მარათონი და პოლიტიკური სპეკულაცია ძალიან ბევრი იქნება. მე მინდა ვთქვა, რომ ხელისუფლება მთელი ამ დროის განმავლობაში ცდილობს, რომ პენიტენციალურ სისტემაში იყოს სერიოზული რეფორმა და თუ იქ ვინმე რამეს აშავებს ეს არ ნიშნავს იმას, რომ ყველაფერს ხაზი უნდა გადავუსვათ, - ძალიან ბერი რამე უმჯობესდება, ეს ინფრასტრუქტურაა ეს მოსახლეობის მომსახურებაა ეს პატიმრობის კოდექსში ძალიან ბევრი ახალი ჩაანწერია რაც პატიმრების უფლებებს ზრდის, თუმცა დაზღვეული არ ვართ იმისგან, რომ ვიღაცამ გადაცდომა ჩაიდინოს, ვიღაცა არასწორად მოიქცეს და დანაშაული ჩაიდინოს და ამისათვის შესაბამისად უნდა დაისაჯოს კიდეც.
ვფიქრობ, რომ თავის წილ პასუხისმგებლობას ყველა გაიზიარებს ამ საქმეში და ყველაზე მთავარი არის ის, რომ პრევენცია უნდა მოხდეს და კიდევ უფრო უნდა გაძლიერდეს შიდა კონტროლი , შერჩევა კრიტერიუმებით ვინც ხვდებიან აქ სამსახურში და ყველა ღონე უნდა მივმართოთ იქითკენ, რომ ჩრდილი მართლაც არ მიადგეს იმ ძალიან ბევრ წინ გადადგმულ ნაბიჯს, რომელიც ამ სისტემაშია და რომელსაც არა მხოლოდ ჩვენ არამედ ბევრი საერთაშორისო ექსპერტი აღნიშნავს. ამიტომ დასანანია როდესაც ასეთი რამ ხდება, მართალია ეს ერთი წლის წინანდელი ფაქტია, მაგრამ ამას არ აქვს მნიშვნელობა - ფატქი მოხდა ამ სისტემაში და უნდა დადგეს პასუხისმგებლობა რათა მომავალში არავის არ გაუჩნდეს მსგავსი სურვილი რაიმე ასეთი ჩაიდინოს", _ აცხადებს გიგი წერეთელი "ჯი-ეიჩ-ენთან" საუბარში.