უნდა გადადგეს კალმახელიძის სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის საკითხი", - განაცხადა ,,ჯი-ეიჩ-ენთან" საუბარში ,,ქართული ოცნების" ფოთის მაჟორიტარმა კანდიდატმა გლდანის #8 დაწესებულებაში მომხდარი ფაქტის კომენტირებისას და აღნიშნა, რომ სასჯელაღსრულების ყოფილი მინისტრი ხათუნა კალმახელიძე უშუალოდ მონაწილეობდა პატიმართა წამებაში და მხოლოდ მისი გადაყენება საკმარისი არ არის.
,,კადრები, რომელიც საზოგადოებამ ნახა, დარწმუნებული ვარ, მთელი საქართველო შეძრა. ეს არის ის ფაქტები, რომელზეც ორი წელია ვსაუბრობთ. ხათუნა კალმახელიძე უშუალო თანამონაწილეა მომხდარი დანაშაულებების. ამიტომ კალმახელიძე მხოლოდ კი არ უნდა გადადგეს მისი სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის საკითხი უნდა დადგეს", - განაცხადა ,,ჯი-ეიჩ-ენთან" საუბარში ეკა ბესელია.