"ჩადენილია უმძიმესი სისხლის სამართლის დანაშაული, სასჯელაღსრულების სისტემის თანამშრომელთა მიერ, თან ჯგუფურად", _ აცხადებს სააგენტო "ჯი-ეიჩ-ენთან" საუბარში საპარლამენტო უმრავლესობის ერთ ერთი ლიდერი დავით დარჩიაშვილი.
მისივე თქმით, ბუნებრივია ყოველივე ამის გამო უნდა ჩატარდეს გამოძიება და გამოვლენილი უნდა იყვნენ ამ ყველაფრის შემსრულებლებიც და შემკვეთებიც.
ხოლო რაც შეეხება პოლიტიკურ პასუხისმგებლობას, დავით დარჩიაშვილი აცხადებს, რომ ყოველივეზე პოლიტიკური პასუხისმგებლობა იმ სისტემის მინისტრს ეკისრება სადაც ეს დანაშაული მოხდა.
"პოლიტიკური პასუხისმგებლობა ყოველივე ამაზე მინტრს ეკისრება ვინაიდან სწორედ ის არის პასუხისმგებელი იმ სისტემაზე და იმ კანონდარღვევებზე, რომლებიც მისადმი დაქვემდებარებულ სისტემაში ხდება", _ აცხადებს დავით დარჩიაშვილი "ჯი-ეიჩ-ენთან" საუბარში.