"ძნელია წარმოსადგენია, ადამიანმა ხმა მისცეს იმ პარტიას, რომელიც პატიმრების წამების თანაავტორია", _ განაცხადა ,,ჯი-ეიჩ-ენთან" საუბარში ექსპერტმა რამაზ საყვარელიძემ და აღნიშნა, რომ გლდანის მერვე საპყრობილეში მომხდარი ფაქტი საშინელი მოვლენა.
"ეს იყო საშინელი მოვლენა, თუმცა ამ მოვლენას კიდევ უფრო დამამძიმებელს ხდის, ის ფაქტი, რომ პროცესში ჩართულები არიან სახელმწიფო დონის სტრუქტურები. შსს-მ თავდაპირველად გავრცელებულ ინფორმაციას, პოლიტიკური დატვირთვა მისცა და პოლიტიკური ოპონენტის ახლობლისთვის აპირებდა ციხეში მიმდინარე პროცესის გადაბრალებას. Aამიტომ როცა ამ დონის სახელმწიფო სტრუქტურები ამ საშინელი პროცესის თანამონაწილეები ხდებიან, ეს კიდევ უფრო დიდი საშინელებაა", _ განაცხადა ,,ჯი-ეიჩ-ენთან" საუბარში რამაზ საყვარელიძემ და აღნიშნა, რომ მომხდარი ფაქტი წინასაარჩევნო პერიოდში ,,ნაციონალურ მოძრაობის" იმიჯზე უარყოფითად იმოქმედებს.
"მომხდარი ფაქტი წინასაარჩევნო ,,ნაციონალური მოძრაობის" წინასაარჩევნო კამპანიაზე მნიშვნელოვან გავლენას მოახდენს, რადგან ძნელია წარმოსადგენია, რომ ადამიანმა ხმა მისცეს იმ პარტიას, რომელიც პატიმრების წამების თანაავტორი გამოდგა", - განაცხადა საყვარელიძემ.