საზოგადოებრივი მაუწყებელი ვალდებულია სრულად გადასცეს ის კადრები, რომელიც მე-9 არხმა და ,,მაესტრომ გაავრცელეს, - განაცხადა გლდანის მე-8 საპყრობილესთან შეკრებილთა სახელით დაჩი ცაგურიამ. მისი თქმით, საზოგადოებრივ მაუწყებელმა სრულყოფილად უნდა გააშუქოს ყველა ის მნიშვნელოვანი მოვლენა, რომელიც ქვეყანაში ხდება
,,ჩვენ საზოგადოებრივ მაუწყებელს მილიონებს ვუხდით იმაში, რომ მან სრულყოფილად გააშუქოს ყველა ის მნიშვნელოვანი მოვლენა, რომელიც ქვეყანაში ხდება. მოვითხოვთ, რომ მათ ამომწურავი ინფორმაცია მიაწოდონ მოსახლეობას, მიმდინარე მოვლენების შესახებ და გადასცენ ის კადრები, რომელიც ამ წუთებშიც ტრიალებს ,,მაესტროსა" და ,,9 არხის" ეთერში," განაცხადა, - დაჩი ცაგურიამ.