დღეს, 3 თებერვალს, 14:00 საათზე, საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალური დირექტორი ნიკოლოზ ვაჩეიშვილი ქართულ მედიას გასული 5 წლის ანგარიშს და სფეროს 2010 წლის მთავარ პრიორიტეტებს გააცნობს.
მედიასთან სამუშაო შეხვედრის დროს ახალი ალბომის - "ძეგლთა რეაბილიტაცია - გუშინ - დღეს" პრეზენტაცია გაიმართება.
ღონისძიებას საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის მინისტრი ნიკოლოზ რურუა დაესწრება.
2010 წელს ეროვნული სააგენტოს 4 მთავარი პრიორიტეტია: ძეგლთა რეაბილიტაცია და პოპულარიზაცია; მუზეუმ-ნაკრძალებში თანამედროვე ინტეგრირებული ინფრასტრუქტურის შექმნა და რეაბილიტაცია; კულურული ტურიზმის განვითარება;საგანმანათლებლო პროგრამების განხორციელება და კულტურულ მემკვიდრეობის განვითარებაში საზოგადეობის, განსაკუთრებით კი ახალი თაობის ჩართვა და მათი მონაწილეობა.
ეროვნული სააგენტოს 2010 წლის პრირიტეტული პროექტები კულტრული მემკვიდრეობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, ისტორიულ ძეგლთა დაცვისა და გადარჩენის ფონდის თანადაფინანებით ხორციელდება.