"ახლა დავა მიდის იმაზე თუ საით წავა საქართველო და როგორ იცხოვრებს ის. ეს არ არის დავა ციფრების შესახებ და სად რამდენი დაიხარჯება",_ აცხადებს საქართველოს ყოფილი სახელმწიფო მინისტრი, "თავისუფალი უნივერსიტეტის" დამფუძნებელი კახა ბენდუქიძე ტელეახ "პიკ"-ისათვის მიცემულ ექსკლუზიურ ინტერვიუში.
მისივე თქმით, ახლა ძალიან მნიშვნელოვანია ის, რომ ჩვენ სწორი არჩევანი გავაკეთოთ.
"არჩევანი გავაკეთოთ დამოუკიდებელ საქართველოს, რომელიც თავისი შეცდომებითა და პრობლემებით, ოდნავი შეფერხებებით მაინც წინ წავა, განვითარდება და ნორმალური სახელმწიფო გახდება და საქართველოს შორის რომელიც ერთ ერთი მეზობლის, მოცემულ შემთხვევაში რუსეთის სატელიტი გახდება. რომელიც დიდი ძალისხმევას არ დახარჯავს იმისათვის, რომ საერთაშორისო საზოგადოების ნაწილი გახდეს და ზოგადად იქნება იმ მდგომარეობაში რუსეთთან მიმართებით, როგორშიც სხვა ქვეყნები არიან, რომლებიც მხოლოდ ფორმალურად იწოდებიან დამოუკიდებელ სახელმწიფოებად, მაგრამ ასეთები არ არიან", _ აცხადებს კახა ბენდუქიძე და აღნიშნავს, რომ ჩვენ ასეთი ქვეყნები ვიცით და ისინი ძალიან ბევრი არიან ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნებიდან.
"აი რაზე მიდის დავა. მართალია ამ ფორმულირებით, პოლიტიკურად დავა არ მიდის, მაგრამ რეალურად დასავო სწორედ ეს არის. მე წინააღმდეგი ვარ იმისა, რომ საქართველო დაბრუნდეს ასეთ მოდიფიცირებულ და მაკიაჟით ოდნავ გალამაზებულ საბჭოთა წარსულში. მე იმ დროს ვცხოვრობდი და არ მინდა კიდევ ერთხელ არა თავისუფლების არომატი ვიგრძნო", _ აცხადებს კახა ბენდიუქიძე.