3 თებერვალს "ხალხის პარტია", აქციის გამართვასთან დაკავშირებით, თბილისის მერიაში განაცხადს შეიტანს.
"ხალხის პარტიის" ლიდერი კობა დავითაშვილი მოვაჭრეებს 8 თებერვალს, 16:00 საათზე პარლამენტის შენობასთან, აქციაზე ეპატიჟება.
შესაბამისი წინადადებით დავითაშვილმა მცირე მოვაჭრეებს, 2 თებერვალს 1-ლი კლასიკურ გიმნაზიასთან გამართულ აქციაზე მიმართა.
"მოგიწოდებთ, 8 თებერვალს, შევიკრიბოთ აქ იმ რაოდენობით, რომ რუსთაველის გამზირი გადავკეტოთ", - მიმართა დავითაშვილმა მოვაჭრეებს და კიდევ ერთხელ, "ხელისუფლების უგუნურ გადაწყვეტილებად" შეაფასა საგადასახადო კოდექსში შეტანილი ის ცვლილებები, რომელიც 1-ელი თებერვლიდან ამოქმედდა.
დავითაშვილის განმარტებით, "ხალხის პარტიამ" აღნიშნული კუთხითY"უკეთესი კანონპროექტი" შეიმუშავა.