მიხეილ სააკაშვილი დღეს განახლებულ თელავს ესტუმრა, სადაც სახალხო დღესასწაული იმართება. საქართველოს პრეზიდენტმა თელავის ახალი იუსტიციის სახლი და რეკონსტრუქციის ფარგლებში განახლებული „ნადიკვარის" პარკი გახსნა. მიხეილ სააკაშვილმა „ნადიკვარის" პარკამდე ელექტრო მობილით იმგზავრა. ქვეყნის პირველი პირი თელავში შეკრებილ საზოგადოებას გაესაუბრა და მათ ქვეყნის განვითარების სამომავლო პერსპექტივების შესახებ ესაუბრა.
სახალხო სეირნობის ფარგლებში თელავში მოწყობილია შემინული ბაზარი, აგრეთვე მოწყობილია ღია ბაზრობა, სადაც ღვინო, კახური ნაწარმი და ადგილობრივი სუვენირები გასაყიდად არის გამოფენილი.
ერეკლე მეორის მოედანზე დადგმულ საწნახელში კი ნებისმიერ მსურველს შესაძლებლობა აქვს, რომ მონაწილეობა მიიღოს ყურძნის დაწურვაში.