"უნიკალური ტყე, რომელიც აბასთუმნის ობსერვატორია აკრავს გარშემო უმაწყალოდ იჩეხება" - განაცხადა კოალიცია "ქართული ოცნების" ლიდერმა ბიძინა ივანიშვილმა სამცხე-ჯავახეთში მოსახლეობასთან შეხვედრაზე სიტყვით გამოსვლისას.
"აბასთუმანი ეკოლოგიურად სუფთა ადგილის ეტალონად იქცევა მთელს მსოფლიოში. უნიკალური ატმოსფერული კლიმატის გამო შეირჩა თავის დროზე აბასთუმანი კი იქ მსოფლიო მნიშვნელობის ობსერვატორია დაარსდა. ამ ობსერვატორიას უნიკალური წიწვოვანი ტყე აკრავს გარშემო. სწორედ ამ ტყეშია აბასთუმანის უნიკალურობისა და გამჭვირვალეობის საიდუმლო და აი, ახლა ეს ტყე იჭრება, იჭრება უმოწყალოდ და ჩვენ თუ დროზე ამას არ შევაჩერებთ და თუ სწრაფად არ მივიღებთ გადამჭრელ ზომებს აქ მთლიანად შეიცვლება მიკროკლიმატი და კურორტის არსებობა ეჭვის ქვეშ დადგება და აღარც ობსერვატორია იარსებებს - მე გპირდებით, რომ სახელმწიფო განსაკუთრებულად იზრუნებს აბასთუმანზე რათა მან თავისი განსაკუთრებული როლი და ადგილი დაიბრუნოს", _ განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.