2008 აგვისტოს რუსეთ-საქართველოს ხუთდღიანი ომი ნატოს სისუსტისა და მასში არსებული წინააღმდეგობის დადასტურებმა გახდა, რაც შეუძლებელია, არ ახარებდეს ისეთ სახელმწიფოებსა და ორგანიზაციებს, როგორებიცაა ირანი, ჩრდილოეთ კორეა ან ალ-ქაიდა, _ წერს International Herald Tribune-ის მიმომხილველი რონალდ დ. ასმუსის წიგნის "პატარა ომი, რომელმაც მსოფლიო შეძრა" რეცენზირებისას.
"კარგი ახალი წიგნია რუსეთის შეჭრაზე საქართველოში", _ წერს სტატიის ავტორი ჯონ ვინოკური და დასძენს, რომ უმჯობესი იყო მისთვის ეწოდებინათ _ "პატარა ომი, რომელსაც უნდა შეეძრა მსოფლიო, მაგრამ ვერ შესძრა". ავტორი მიიჩნევს, რომ ასეთი ფორმულირება რეალობასთან ახლოსაა.
ნატოს სისუტეს ადასტურებს წიგნში მოყვანილი მასალა. წიგნის ავტორი, რონალდ დ. ასმუსი, მიიჩნევს, რომ ამერიკამ, ნატომ და ევროკავშირმა, ფაქტობრივად, თვალი დახუჭეს რუსეთის თავდასხმაზე.
"რუსეთმა მაქსიმალურად გაიფართოვა შესაძლებლობები, ვეტო დაადოს დასავლეთის უსაფრთხოების ინტერესებს, მით უფრო, რომ გაფანტული და ლიდერის არმყოლი დასავლეთი შეეცადა აშკარად მნიშნელოვანი გარემოების მინიმალიზებას", _ ნათქვამიაInternational Herald Tribune-ის სტატიაში.
"ქვეყანა, რომელსაც აქვს მჭიდრო პარტნიორობა აშშ-სთან და ითვლება ნატოს კანდიდატად, თავდასხმის ობიექტი გახდა და არც ვაშინგტონმა და არც ჩრდილოატლანტიკურმა ალიანსმა არაფერი გააკეთეს მის დასახმარებლად", _ წერს წიგნში რონალდ დ. ასმუსი.
რუსეთმა ფეხქვეშ გათელა "ცივი ომის" შემდგომი წესები _ ევროპის საზღვრები არ ექვემდებარება ძალისმიერ გადახედვას - და ყველასთვის გასაგები გახადა, რომ კვლავაც მზადაა გამოიყენოს ძალა მეზობლების წინააღმდეგ, ირწმუნება წიგნის ავტორი.
"წიგნში მოყვანილი მასალა ადასტურებს ნატოში აზრთა სხვადასხვაობას, როდესაც რუსეთი საფრთხეს უქმნიდა საქართველოს და ეს გაამხნევებს ნებისმიერ ორგანიზაციას და სახელმწიფოს, იქნება ეს ალ-ქაიდა, ირანი თუ ჩრდილოეთ კორეა, რომლებიც მიიჩნევენ, რომ დასავლეთი შესაძლოა დამთმობი გახდეს შიდა განხეთქილებისას", _ წერს წიგნში მოყვანილი მასალის ანალიზის საფუძველზე რეცენზიის ავტორი.
International Herald Tribune -ის სტატიაში აღნიშნულია, რომ პუტინმა სამიზნედ აიღო ის ფაქტი, რომ ბუშმა ვერ შეძლო უკრაინისა და საქართველოსთვის ნატოს კანდიდატების სტატუსის მოპოვება _ გერმანია იყო წინააღმდეგი.
"რუსეთის ვიწრო ინტერესებში პუტინის შეხედულებების კონტექსტში ნატოს რყევები იყო მიპატიჟება მოკლევაიდიანი ეფექტური ომისკენ, რომლის დასავიწყებლად დასავლეთმა ყველა ძალა იხმარა", - წერს წიგნში რონალდ დ. ასმუსი.
სტატიის ავტორი მიიჩნევს, რომ რონალდ დ. ასმუსის დასკვნებს საფრანგეთის მიერ რუსეთთან მიმდონარე მოლაპარაკებებიც ადასტურებს, რომლის მიზანიც მოსკოვისთვის თანამედროვე გემებისა და ვეტმფრენების მიყიდვაა. მნიშვნელოვანია ისიც, რომ გერმანია Nორდ შტრეამ-ის მთავარი დამფინანსებელია.