"ჯერ დაგეგმილი არაფერი მაქვს. ყველაფერი თქვენი მოგონილია. თუ რამეს დავაპირებ და დავგეგმავ, გაგაგებინებთ", - განუცხადა ჟურნალისტებს ბიძინა ივანიშვილმა ევროკომისართან გაფართოებისა და ევროპის სამეზობლო პოლიტიკის საკითხებში შტეფან ფულესთან დაგეგმილი შეხვედრის კომენტირებისას.
შეგახსენებთ, რომ ვრცელდება ინფორმაცია ევროკომისართან გაფართოებისა და ევროპის სამეზობლო პოლიტიკის საკითხებში, შტეფან ფულესთან, კოალიცია "ქართული ოცნების" ლიდერის შეხვედრასთან დაკავშირებით.