"სააკაშვილისთვის ძაღლიშვილი არ მიწოდებია და ეს მოგონილი ამბავია", - განაცხადა ჟურნალისტებთან საუბრისას "ქართული ოცნების" ლიდერმა ბიძინა ივანიშვილმა საგურამოში, სანერგე მეურნეობაში ფერმერებთან გამართული შეხვედრის შემდეგ.
"მე "ფრანს პრესისთვის" მიცემულ ინტერვიუში სააკაშვილისთვის ძაღლიშვილი არ მიწოდებია და ეს მოგონილი ამბავია. არსად არასდროს ვიყენებ უხეშ სიტყვებს, მიხეილ სააკაშვილისა და მისი მთავრობისგან განსხვავებით", - აღნიშნა ივანიშვილმა.
შეგახსენებთ, რომ ბიძინა ივანიშვილი "ფრანს პრესისთვის" მიცემული ინტერვიუში მიხეილ სააკაშვილს "პროფესიულ მატყუარასა და ძაღლიშვილს" უწოდებს. "ფრანს პრესის" ინფორმაციით, ივანიშვილი სააკაშვილს რუსეთის ომის პროვოცირებაში ადანაშაულებს.