"მესტიაში მუზეუმის აღდგენაში ბევრი ხელს გვიშლიდა ", - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა მესტიაში სტუმრობისას, სადაც აღდგენილი, თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილი მუზეუმი გახსნა.
პრეზიდენტის განცხადებით, წლების განმავლობაში მუზეუმი მძიმე მდგომარეობაში იყო და თანამშრომლები ხელფასს ვერ ღებულობდნენ.
"მუზეუმის აღორძინებაში ხელს ბევრი გვიშლიდა, მაგრამ ეს ჩემი ახირება არა არის. მინდა მესტია ყველაზე მაგარი ადგილი იყოს არა მხოლოდ საქართველოში, არამედ მთელ მსოფლიოში. ყველა სვანის ოჯახში სიმდიდრე და დოვლათი უნდა შევიდეს", - განაცხადა სააკაშვილმა.