გურჯაანის რაიონის სოფელ ველისციხეში მგლებმა ილია ომარაშვილის ფერმაში 45 სული ცხვარი გაანადგურეს. მოსახლეობას მონადირეთა ჯგუფის შექმნას ითხოვს.
„წვიმის გამო წუხელ ვერნაირი ხმაური ვერ გავიგე. დილით რომ გამოვედი, ფარა განადგურებული დამხვდა. 25 სული ცხვარი შეჭმულია, 20 ცხვარი კიდევ ისეა დასახიჩრებული, ვეღარ გადარჩებიან", - აღნიშნა ილია ომარაშვილმა.
ადგილობრივების თქმით, ეს პირველი შემთხვევა არ არის, მგლებმა მოსახლეობა რამდენიმე კვირის წინაც დააზარალეს.
მასალის გამოყენების პირობები