სეპარატისტულ აფხაზეთში ჩასული სირიელების 13 ოჯახი საცხოვრებელი ბინებით დააკმაყოფილეს. ინფორმაციას ამის შესახებ აფხაზური მედია ავრცელებს. აფხაზეთის ე.წ. რეპარტიაციის კომიტეტის თავმჯდომარის ზურაბ ადლეიბას ინფორმაციით, სირიიდან ჩამოსულ 13 ოჯახს საცხოვრებელი ბინები სოხუმთან ახლოს მდებარე დრანდის სადახლებაში გამოუყვეს.
მისივე თქმით, კიდევ ოთხი ოჯახი, რომლებიც ამ დროისათვის სასტუმრო "აიტარში" ცხოვრობენ საცხოვრებელს უახლოეს მომავალში მიიღებენ.
"რეპატრიანტთა შვილები სკოლებში დადიან, არიან ასევე ისინიც, ვინც აფხაზეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში მოსამზადებელ ფაკულტეტზე ჩაირიცხნენ.
ამას გარდა, გუდაუთის რაიონის ერთ ერთ სოფელში ერთ-ერთ ოჯახს სირიიდან აჩუქეს სახლი", _ განაცხადა ადლეიბამ და აღნიშნა, რომ 30 სექტემბრისათვის აფხაზეთში საზეიმო ღონისძიებებში მონაწილეონის მისაღებად თურქეთში მაცხოვრებელი აფხაზური დიასპორის წარმომადგენლები ჩამოვლენ.