ოკუპირებულ აფხაზეთში ბზის ტყეები ნადგურდება და კვდება. აფხაზეთში ბზის ტყეების კვდომის მიზეზი გარედან შეტანილი სოკოს დაავადებაა. განცხადება ამის შესახებ რუსეთის ბუნებრივი რესურსებისა და ეკოლიგიის მინისტრმა სერგეი დონსკოიმ გააკეთა. მისივე თქმით, ბზა ასევე კვდება სოჭში.
მისივე თქმით, ამ დაავადების გავრცელებისა და ბზის ტყეების კვდომის ზისტი მიზეზი ჯერ ჯერობით უცნობია, ისევე როგორც უცნობია ის თუ როგორ უნდა ებრძოლო ამ დაავადებას ტყის გადასარჩენად.
"ამის შესახებ სხვა და სხვა სპეციალისტების სხვა და სხვა აზრები არსებობს. ასევე სპეციალისტების აზრით ჯერ ჯერობით გაურკვეველია თუ როგორ უნდა ვებრძოლოთ ამ დავადებას. ასევე არსებობს მოსაზრება, რომ ეს განახლების ბუნებრივი პროცესია და რამდენიმე წელიწადში კვლავ აღდგენა დაიწყება",_ აცხადებს დონსკოი და აღნიშმნავს, რომ მიმიდინარე წლის ბოლომდე უკვე ზუსტად იქნება ცნობილი თუ რა სჭირს ბზის ტყეებს.