თელავში კოალიცია ,,ქართული ოცნების" წინასაარჩევნო აქციაDდაიწყო. როგორც ბიძინა ივანიშვილმა თელავში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ თელავის აქცია ყველაზე ხანგრძლივი იქნება და კოალიციის ლიდერმა შეკრებილ ხალს გამძლეობისკენ მოუწოდა.
ივანიშვილმა კახეთის მოსახლეობას კოალიციის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები წარუდგინა: გურჯაანი_ მანანა ბერიკაშვილი, საგარეჯო_ თინა ხიდაშელი, ლაგოდეხი_ლუკა კურტანიძე, სიღნაღი-გელა გელაშვილი, ყვარელი_დავით ქევხიშვილი, დედოფლისწყარო- ალექსანდრე თამაზაშვილი, ახმეტა- ზვიად ზვიადაური, გელა სამხარაული_თელავი.
,,განა რომელიმე მათგანს აკლია ღირსება. რაც მათ საერთო გააჩნია ეს არის წესიერება და ღირსება", - განაცხადა ივანიშვილმა მაჟორიტარების წარდგენისას.
შეგახსენებთ, რომ თელავში ,,ქართული ოცნების" აქცია მიმდინარეობს.