ზუგდიდის მთავარ მოედანზე "ნაციონალური მოძრაობის" ყრილობის ფარგლებში კონცერტი მიმდინარეობს.
ღონისძიება მსახიობმა დუტა სხირტლაძემ გახსნა, რომელმაც მოედანზე შეკრებილ მოქალაქეებს სიტყვით მიმართა. სიმღერები შეასრულეს: ეთერ კაკულიამ, ლელა წურწუმიამ, თიკა ფაცაციამ და ეთერ მამფორიამ.
ყველამ ერთად კი საქართველოს ეროვნული ჰიმნი შეასრულა.
დღეს "ნაციონალური მოძრაობა" საქართველოს 11 ქალაქში წინასაარჩევნო შეხვედრებს მართავს. თითქმის ყველა ქალაქში საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს ელოდებიან.