სეპარატისტული აფხაზეთის ე.წ. სახელმწიფო უნივერსიტეტმა სანქტ-პეტერბურგში მდებარე ა.ი. გერცენის სახელობის რუსეთის სახელმწიფო პედაგოგიკის ინტიტუტთან თანამშრომლობის ხელშეკრულება გააფორმა. განცხადება ამის შესახებ სეპარატისტული აფხაზეთის ე.წ. სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა ალეკო გვარამიამ გააკეთა.
"იმედი გვაქვს დახმარებისა მათემატიკაში, ფიზიკაში, ქიმიაში, ბიოლოგიაში, გეოგრაფიაში, თანამედროვე ტექნიკასა და ტექნოლოგიაში, ასვეე ასტრონომიაში სპეციალისტების მომზადებაში. შესაძლებელია სანქტ-პეტერბურგელი პედაგოგები აქ ჩამოვლენ და აქ წაიკითხავენ ლექციების კურსს ან ჩვენი სტუდენტები ისწავლიან იქ",_ განაცხადა გვარამიამ.
ამას გარდა მისივე ინფორმაციით, მან ასევე ხელი მოაწერა მეორე ხელშეკრულებას თანამშრომლობის შესახებ და ეს შეთანხმება მოსკოვის ეკონომიკის სახელმწიფო უნივერსიტეტთან გააფორმა.
"ამ ხელშეკრულებამ მოქმედება უკვე დაიწყო, იმიტომ რომ აფხაზეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის კათედრის გამგე ზაურ შალაშავა უკვე მოსკოვში იმყოფება და იქ კონსულტაციებს მართავს",_ აცხადებს გვარამია.