,,საქართველოს აშშ-ის კონგრესში მტკიცე მხარდაჭერა აქვს, - ამის შესახებ სენატორმა ლინსი გრემმა აშშ-ის საელჩოში დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა და აღნიშნა, რომ ცოტა ხნის წინ ავღანეთში იმყოფებოდა, სადაც ქართველ სამხედროებს შეხვდა.
,,მე ახლახან დავბრუნდი ავღანეთიდან და პატივი მქონდა ქართველ სამხედროებს შევხვედროდი. როგორც ვიცი მათი დანაკარგი 21-მდეა. ასეთი პატრა ქვეყნისთვის, ეს მართლაც უდიდესი თავგანწირვაა.ჩვენი სამხედრო ლიდერები აღმატებულად საუბრობენ თქვენს ჯარისკაცებზე", _ განაცხადა სენატოპრმა.