"ჩვენ ჩავატარებთ ყველაზე თავისუფალ, ყველაზე გამჭვირვალე, ბევ დამკვირვებლებიან არჩევნებს პირველ ოქტომბერს საქართველოს ისტორიაში დამოუკიდებლობის შემდეგ", _ განაცხადა მიხელ სააკაშვილმა რასმუსენთან სეხვედრის დასრულების შემდეგ და აღნიშნა, რომ საქართველო ნატოს წევრი გახდება.
,,ჩვენი ქვეყანა ნატოს წევრობისთვის ემზადება. ჩვენი ქვეყანა ნატოს წევრი გახდება. ჩვენი რეფორმები, ჩვენი თავისუფლებისთვის ბრძოლა გაგრძელდება. საქართველო დემოკრატიის გზით სვლას გააგრძელებს. ჩვენ ჩავატარებთ ყველაზე თავისუფალ, ყველაზე გამჭვირვალე, ბევ დამკვირვებლებიან არჩევნებს პირველ ოქტომბერს საქართველოს ისტორიაში დამოუკიდებლობის შემდეგ და დარწმუნებული ვარ, ხალხი იმ არჩევანს გააკეთებს, რაც ევროატლანტიკური ინტეგრაციის გაგრძელებას, ჩვენი თავისუფლების განმტკიცებას, უცხო ძალების არ დაშვებას საქართველოს შიდა პოლიტიკასა და საქართველოს არჩევნის განსაზღვრაში", _ განაცხადა სააკაშვილმა და აღნიშნა, რომ საქართველო თავისუფლების გზით გააგრძელებს სვლას.
,,ჩვენ გავაგრძელებთ სვლას თავისუფლების გზით, უფრო წარმატებული, უფრო ბედნიერი, მდიდარი, გაჭირვებისგან თავისუფალი საქართველოსკენ, სადაც თითოეული ქართული ოჯახი იგრძნობს სარგებელს, თითოეული ქართველის ოჯახი მეტ ხეირს იგრძნობს ყველაფერ იმისგან, რაც ხდება საქართველოს ვერავინ უკან ვერ შეაბრუნებს", _ განაცხადა მიხელ სააკაშვილმა.