დღეს, 2 თებერვალს, სახელმწიფო კანცელარიაში მთავრობის სხდომა გაიმართება.
როგორც "ჯი-ეიჩ-ენს" მთავრობის პრესსამსახურში განუცხადეს, მინისტრთა კაბინეტი განათლებისა და სასჯელაღსრულების სამინისტროების ინიციატივებსა და 2010 წლის სამუშაო გეგმებზე იმსჯელებენ.
უფრო კონკრეტულად, საუბარი სასკოლო ატესტატების მნიშვნელობის გაზრდას, ასევე სკოლებში მაღალი დასწრების, ეროვნული სასწავლო გეგმებისა და სახელმძღვანელოების ხარისხის გაუმჯობესებას შეეხება.
დღევანდელ სხდომაზევე იგეგმება უსაფრთხო სკოლის პროგრამის განვითარებაზე მსჯელობაც.
სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტრო კი მინისტრთა კაბინეტის წევრებს იმ ღონისძიებებსა და რეფორმებს წარუდგენს, რომელთა გატარებასაც ხათუნა კალმახელიძის უწყება პატიმრობის ახალი კოდექსის მიღების შედეგად გეგმავს.
მთავრობის სხდომა 13:00 საათზე დაიწყება.