რუსეთი ნებისმიერი ფრენებს 10 კილომეტრზე ახლოს აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის საზღვრებთან ღია ცის შესახებ ხელშეკრულების დარღვეევად განიხილავს, - ამის შესახებ აღნიშნულია რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში, რომელიც აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის შეიარაღებაზე კონტროლს, ირაღის გაუვრცელებლობას და განიარაღების შესახებ გამოქვეყნებუულ განცხადებას ეხმიანება.
რუსეთის საგარეო უწყება აცხადებს, რომ თუ მათი ამერიკელი კოლეგები კვლავინდებურად შეეცდებიან ჩვეულებრივი შეიარაღების შესახებ მოლაპარაკებების პროცესში მოაქციონ კონფლიქტების თემატიკა (საქართველოსა და მოლდოვაში რედ.) , მაშინ ისინი წინასწარ განწირულს ხდიან ამ მოლაპარაკეებებს.
"მით უფრო თუ აშშ-ის პოზიციად მოლაპარაკებების საფუძველში კვლავ დარჩება კავკასიის რეგიონში ახალი პოლიტიკური რეალიების აუღიარებლობა", - აცხადებს რუსეთის საგარეო უწყება.
"აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი - დამოუკიდებელი სახელმწიფოებია. ამისთვის ანგარიშის გაუწველობა შესაძლოა ნეგატიურად აისახოს ევროპაში სამხედრო უსაფრთხოებისა და ნდობის ინსტრუმენტების ფუნქციონირებაში, მათ შორის ღია ცის ხელშეკრულებაზე. რაც არ უნდა იყოს ნათქვამი მის შესრულების შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მოხსენებაში, რუსეთის ფედერაცია მომავალშიც მკაცრად დაიცავს იმ პოზიციას, რომ ნებისმიერი ფრენები ღია ცის რეჟიმში, 10 კილომეტრზე ახლოს, აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის საზღვრებიდან, არის ამ ხელშეკრულების (ღია ცის შესახებ. რედ..) VI-ე მუხლის უხეში დარღვევა", - აცხადებს რუსეთის საგარეო უწყება.
რუსეთის საგრეო საქმეთა სამინისტრო აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ გამოქვეყნებული მოხსენებას, რომელშიც რუსეთისთვის წაყენებულია "დაძველებული" ბრალდებები კონტრპროდუქტიულად მიიჩნევს და აცხადებს, რომ შეიარაღებაზე კონტროლის სფეროში წამოჭრილი საკითხების გადაწყვეტა უმჯობესია ექსპერტების ორმხრივი კონსულტაციების ფარგლებში.