რეინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი თემურ იაკობაშვილი სტრასბურგში გაემგზავრა.
იაკობაშვილი ხვალ საქართველოს ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებთან ერთად ევროსაბჭოს ოკუპირებულ ტერიტორიებთან მიმართებაში შემუშავებულ სტრატეგიას წარუდგენს.
სტრატეგიის პრეზენტაციის შემდგომ დოკუმენტთან დაკავშირებით მსჯელობა გაიმართება. დოკუმენტის წარდგენა იგეგმება ეუთოში, ნატოსა და გაეროში.