საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე სერგი კაპანაძე საქართველოში დაგეგმილ ,,ამბასადორიალ 2012" მნიშვნელოვან მოვლენად აფასებს. როგორც კაპანაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა მომდევნო სამი დღის განმავლობაში საკმაოდ საინტერესო დღის წესრიგი იქნება.
,,.დღეს იწყება ,,ამბასადორიალი", რომელიც სამი დღის განმავლობაში გაგრძელდება. სასკმაოდ დატვირთული დღის წესრიგი გვაქვს. Aაქ სიტყვით გამოვლენ სხვდასხვა მინისტრები და თავისი კომპეტენციის ფრგლებში დიპლომატებთან დისკუსია ექნებათ. ,,ამბასადორიალს" მიმართავენ ისეთი მნიშვნელოვანი პირები, როგორიც არის ნატოს გენერალური მდივანი, პოლონეთის, ფიჯის, შვედეთისა და არგენტინის საგარეო საქმეთა მინისტრები და საბოლოო ჯამში საკმაოდ საინტერესო დღის წესრიგი გვექნება", _ განაცხადა ჟურნალისტებთან საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ სერგი კაპანაძემ.
შეგახსენებთ, რომ 2012 წლის 5-7 სექტემბერს საქართველო ,,ამაბსადორიალ 2012" უმასპინძლებს, სადაც მონაწილეობას მიიღებენ საქართველოს მთავრობისა და მაღალი რანგის დიპლომატიოური კორპუსის წარმომადგენლები.