2 თებერვალს "ოსკარის" ნომინანტთა სია გახდება ცნობილი. კინოაკადემიის წევრებმა "ოსკარის" კატეგორიისთვის _ "საუკეთესო უცხოური ფილმი" _ 9 ნამუშევარი აარჩიეს. ინფორმაციას ამის შესახებ "ასოშიეითედ პრესი" ავრცელებს.
სულ ამ ნომინაციაში ჯილდოს მოსაპოვებლად წარმოდგენილი იყო ფილმები მსოფლიოს 65 ქვეყნიდან. 9 უცხოურ ფილმში შედის "კელინი" - ყაზახეთიდან, "საიდუმლო მათ თვალებში" - არგენტინიდან, "სამსონი და დალილა" - ავსტრალიიდან, "მსოფლიო დიდია და შველა ყველგანაა მიმალული" - ბულგარეთიდან, "წინასწარმეტყველი" - საფრაგნეთიდან, "გლოვეს რძე" - პერუდან, "აჯამი" - ისრაელიდან, "ზამთარი სამხედრო დროს" - ნიდერლანდებიდან და "თეთრი ლენტი" - ავსტრიიდან.
ამათგან ყველაზე ტიტულოვანი ფილმები "წინასწარმეტყველი" და "თეთრი ლენტია". მათი რეჟისორები არიან ჟაკ ოდიარდი და მიხაელ ხანეკე. 2009 წელს კანის ფესტივალზე "წინასწარმეტყველმა" გრან პრი მიიღო, "თეთრმა ლენტამ" კი _ ოქროს პალმის რტო. ხანეკეს ფილმმა ასევე მიიღო ოქროს გლობუსი, როგორც საუკეთესო უცხოურმა ფილმმა.
ფინალში 9 ფილმიდან მხოლოდ 5 გავა.
უკვე ცნობილია ნახევარფინალისტები კატეგორიაში "დოკუმენტური ფილმები", ასევე ოსკარის პრეტენდენტები ნომინაციაში "სრულმეტრაჟიანი ანიმაციური ფილმი". ნომინანტთა სია 2 თებერვალს გახდება ცნობილი. გამარჯვებულებს კი 7 მარტს კინოაკადემიის 82-ე დაჯილდოვების საზეიმო ცერემონიაზე გამოავლენენ მსახიობები ალეკ ბოლდვინი და სტივ მარკინი.