არტკაფე "ქარავნში"'პოეტ ზვიად რატიანის ახალი კრებულის, "ნეგატივის" პრეზენტაცია და პოეზიის საღამო გაიმართა.
"ქარავანში" შეკრებილ საზოგადოებას რატიანმა ლექსები წაუკითხა და მათ შეკითხვებს უპასუხა. საღამოს ესწრებოდნენ თანამედროვე ქართველი პოეტები, მწერლები და მთარგმნელები.
ზვიად რატიანი რამდენიმე კრებულის ავტორია: "გამომიგონე" (1993), "ჩურჩულის გააკვეთილი" (1994), "ჯიბის ჰაერი" (2000), "გზები და დღეები" (2005).