აჭარის მთავრობის თამჯდომარემ, ლევან ვარშალომიძემ, დაბა შუახევში ახალგაზრდობის ცენტრი გახსნა. ცენტრი აჭარის მთავრობის ინიციატივით შეიქმნა. მისი მიზანია ახალგაზრდების სხვადასხვა პროგრამაში ჩართვა, მათ მიერ სხვადასხვა სახის პროექტის მომზადება და ადგილობრივი თვითმმართველობის საქმიანობაში ჩართულობა. ვარშალომიძის განცხადებით, ახალგაზრდობის ცენტრები სამომავლოდ ყველა თემსა და სოფელში გაიხსნება.
ცენტრი აღჭურვილია ინტერნეტში ჩართული 10 კომპიუტერით, დამონტაჟებულია პროექტორი და შესაბამისი ტექნიკა. ცენტრში მუშაობს 2 თანამშრომელი.
ახალგაზრდობის ცენტრის რეაბილიტაციისთვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან 25 000 ლარამდე დაიხარჯა.