"ქართული ოცნების" მორიგი აქცია თელავში 9 სექტემბერს 17:00 საათზე გაიმართება, -აღნიშნულის შესახებ ,,ქართული ოცნების" პრესსპიკერმა მაია ფანჯიკიძემ ტრადიციულ ბრიფინგზე განაცხადა.
,,9 სექტემბერს თელავში 17:00 საათზე ჩვენი აქცია გაიმართება, რომელიც 2 სექტემბერს უნდა ჩატარებულიყო ", _ განაცხადა ფანჯიკიძემ და აღნიშნა, რომ 15 სექტემბერს ,,ქართული ოცნების" აქცია ასევე გაიმართება ახალციხეში 17:00 საათზე, ხოლო 22 სექტემბერს ზუგდიდში, 16:00 საათზე.