პანკისის ხეობის სოფელ დუისში მცხოვრები ალდამოვების ოჯახი ადასტურებს, რომ გვიან ღამით, დუისის სასაფლაოზე დაკრძალული ორი ახალგაზრდიდან ერთ-ერთი მათი შვილი, ბაჰაუდ ალდამოვია, რომელიც მათივე თქმით, ლოპოტას ხეობაში სპეცოპერაციის შედეგად მოკლეს, ოღონდ რა უნდოდა იქ ბაჰაუდ ალდამოვს, ოჯახის წევრები ამაზე ჯერ კომენტარს არ აკეთებენ.
ალდამოვების სახლთან დუისის მაცხოვრებლები არიან შეკრებილები. ადგილობრივები გარდაცვლილის ოჯახს სამძიმარს უცხადებენ
შეგახსენებთ, გვიან ღამით დუისის სასაფლაოზე 2 ადამიანი დაკრძალეს. პანკისის ხეობის მაცხოვრებლების თქმით, ისინი ასლან მარგოშვილი და ბაჰაუდ ალდამოვი იყვნენ, რომელთა ლიკვიდაციაც ლოპოტას ხეობაში ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად განახორციელეს. ადგილობრივების ცნობით, მოკლულია პანკისში მცხოვრები კიდევ ერთი ახალგაზრდა ბაჰაუდ ბაღაკაშვილი, რომელიც ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, ხეობაში ჯერ არ დაუკრძალავთ. სამივე გარდაცვლილი სოფელ დუისის მაცხოვრებელი იყო.
მასალის გამოყენების პირობები