საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ვანო მერაბიშვილმა დაბა სურამში მიმდინარე წყალმომარაგების სისტემის სამშენებლო-სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერა.
პრემიერის პრეს-სამსახურის ინფორმაციით, დათვალიერების დროს პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ მთავრობას ოთხწლიანი სამოქმედო გეგმით მთავრობამ აიღო ვალდებულება მოაგვაროს წყალმომარაგების პრობლემა საქართველოს ყველა სოფელში.
პროექტი, რომელსაც გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია ახორციელებს, ითვალისწინებს თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით 1000 კუბური ლიტრი მოცულობის მქონე სასმელი წყლის ორი რეზერვუარის მშენებლობას და წყალმომარაგების შიდა ქსელის განახლებას დაბა სურამში. სამუშაოები 2013 წლის აპრილში დასრულდება, რის შედეგადაცსურამი სუფთა წყალს 24 საათიან რეჟიმში მიიღებს. პროექტში, რომელიც ევროპის საინვესტიციო ბანკის დაფინანსებით ხორციელდება, 70-მდე ადგილობრივი არის დასაქმებული.