"ქართული ოცნების" ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ირაკლი ალასანია სოფელ ორსანტიას მოსახლეობას შეხვდა. მაჟორიტარობის კანდიდატმა შეკრებილებს "ქართული ოცნების" სოფლის მეურნეობის, ჯანდაცვის, დასაქმების, განათლების პროგრამები გააცნო და მათი პრობლემები მოისმინა.
"დღეს ამ სოფელს ყველაზე მეტად აწუხებს მივიწყებული სოფლის მეურნეობა, ტოტალური უმუშევრობა და გაზრდილი ფასები. ჩვენ ვისაუბრეთ სტრატეგიაზე, თუ როგორ გავმართავთ გლეხს წელში, დავუდგებით გვერდით სოფლის მეურნეობას. აგრეთვე ვისაუბრეთ რეგიონალური მასშტაბის ჰოსპიტალზე, რომელიც აშენდება ზუგდიდში და უფასოდ მოემსახურება როგორც ადგილობრივებს, ასევე აფხაზ მოსახლეობას. ვისაუბრეთ მცირე და საშუალო ბიზნესის ხელშეწყობაზე, როგორ შეიქმნება საზოგადოებრივი ფონდი, რომელიც განავითარებს მცირე და საშუალო ბიზნესს. ეს დაასაქმებს ორსანტიელებსაც და ზუგდიდელებსაც. შიდა გზების მოსაწესრიგებლად გამოიყოფა თანხები, ყველა სოფელს ექნება, სკოლა, საბავშვო ბაღი და სამედიცინო პუნქტი", - განაცხადა ირაკლი ალასანიამ.
მასალის გამოყენების პირობები