"ქართული ოცნების" ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ირაკლი ალასანია სოფელ დარჩელის მოსახლეობას შეხვდა.
დეპუტატობის კანდიდატმა სოფელში არსებულ პრობლემებზე და მათი მოგვარების გზებზე დეტალურად ისაუბრა. განსაკუთრებული ყურადღება ალასანიამ შეხვედრაზე მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარების მხარდამჭერ ფონდზე გაამახვილა, რომელის დაარსებას კოალიცია "ქართული ოცნება" ხელისუფლებაში მოსვლის შემთხვევაში აპირებს.
შეხვედრის დასასრულს ირაკლი ალასანიაამ ოპონენტს დებატებში მონაწილეობა შესთავაზა. "მე კიდევ ერთხელ მოვუწოდებ ჩემს ოპონენტს, რომ ძალიან მინდა ღია ეთერით დავსხდეთ და ვიდებატოთ, ვის რა შეგვიძლია ზუგდიდისთვის, ვის რა შეგვიძლია დარჩელისთვის. ჩვენი მთავარი მოწინააღმდეგე და მტერი არის უმუშევრობა და სიღატაკე. ჩვენ აუცილებლად შევცვლით ამ რეალობას და ზუგდიდი გახდება ყველაზე წელში გამართული რეგიონი საქართველოში", - განაცხადა ირაკლი ალასანიამ.