მოსკოვის "ომონის" მეორე ბატალიონის მებრძოლებმა, რომელთა მთავარი ამოცანა ქუჩის საპროტესრო აქციების დაშლაა, რუსეთის პრეზიდენტსა და გენპროკურატურას წერილი მისწერეს, სადაც ხელმძღვანელობის მიერ ჩადენილ დანაშაულსა და შრომის არაადამიანურ პირობებზეა საუბარი. ინფორმაციას ამის შესახებ ჟურნალი "Nეწ თიმეს"-ი ავრცელებს.
"შეიძლება ვიმუშავოთ 10-15 დღე ზედიზედ, დღეში 17-20 საათი სადილის გარეშე. ბატალიონის უფროსი ევტიკოვი ს.ა. სმენის დარულების შემდეგ თითოეული თანამრომლისგან სამ დაკავებულს მოითხოვს. ხოლო თუკი დაკავებულები არ არიან მაშინ ეს თანამშრომლები პრემიებსა და სახელფასო დანამატებს არ იღებენ. ევსიუკოვი ჩვენი მისამართით ასევე ხშირად ამბობს: "თქვენ მონები ხართ და უნდა გააკეთოთ ის რაც მე მინდა",_ ნათქვამია ომონელების წერილში.
წერილზე ხელი ათამდე ადამიანს აქვ მოწერილი. ამ წერილის ასლები ასევე გაეგზავნა შს სამინისტროს დეპარტამენტებს, პრეზიდენტის ადმინისტრაციას და სხვა და სხვა სამხედრო მაღალჩინოსნებს. თუმცა ომონელები პასუხს ვერ ეღირსნენ და ამის გამო გადაწყვიტეს ჟურნალიტებისთვის მიერმართათ. ომონელები მოუწყვნენ ჟურნალისტებს თუ როგორ აკეთებს ფულს მილიციის ხელმძღვანელობა, რა არის "საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის" სახელწოდებით მიმდინარე ბიზნესის არსი და როგორ ხდება აქციების დარბევა.
მათი განცხადებით ომონში ძირითადად უცხოქალაქელებს ირჩევენ. "ევტიკოვმა ერთხელ თქვა: ჩვენ არ გვჭირდებიან მოკოველები, ისინი ძალიან ბევრ კითხვებს იძლევიან. ჩვენ გვჭიდებიან უცხოქალაქელები, ერთგულები და ჩლუნგები",_ აცხადებენ ომონელები. მათივე თქმით, მათ ხშირად ქირაობენ კოტეჯების, ოფისებისა და ქარხნების დაცვისათვის. ომონელები ასევე აგროვებენ ფულს მეძავებისგან და მათ დაცვასაც უზრუნველყოფს. ისინი ასევე აცილებენ ტვირთებს.