საქართელოს პრემიერ-მინისტრმა ივანე მერაბიშვილმა ლოპოტაში მიდმინარე დევნის ოპერაციის შესახებ სპეციალური განცხადსება გააკეთა. პრემიერის თქმით, ოპერაციის ძირათადი ფაზა დასრულდა.
"ჩვენ მოვახერხეთ და უზრუნველვყავით საქართველოს საზღვრების დაცვა. მოქალაქეების უსაფრთხოების დაცვა. მინდა მადლობა გადავუხადო შს-სა და თავდაცვის სამინისტროს ყველა იმ თანამშრომელს, რომელთაც მონაწილეობა მიიღეს ამ ოპერაციაში. მინდა სამძიმარი გამოვუცხადო ყველა გარდაცვლილის ოჯახს და მინდა ვთქვა, რომ მათ ოჯახებზე ზრუნვა იქნება ჩვენი მთავარი საზრუნავი", - განაცხადა მერაბიშვილმა.
მისივე თქმით, დაჭრილების მდგომარეობა სტაბილურია და მათზე პირადად ზრუნავს მინისტრი ჭიაბერაშვილი
"საქართველო არის სახელმწიფო, რომელიც უზრუნველყოფს თავისი მოქალაქეების სტაბილურობას. საქართველოს არ დაუბრუნდება იმ დროს, როცა ის ვერ ახერხებდა მთავარი პრიციპების დაცვას - მოქალაქეებისა და საზოგადოების უსაფრთხოებას", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა და აღნიშნა, რომ საქართველო განაგრძობს ეკონომიკურ განვითარებას და ამისთვის აუცილებელი პირობები არის უსაფრთხოება.