სამოქალაქო რეესტრის თავმჯდომარემ, გიორგი ვაშაძემ ცენტრალურ საარჩევნო კომისიას ამომრჩეველთა სია გადასცა.
საარჩევნო კანონმდებლობაში ცვლილებების თანახმად, სამოქალაქო რეესტრი ვალდებულია, რომ ცესკოს სიები წელიწადში ოთხჯერ გადაუგზავნოს. სიების გადაგზავნის შემდეგ ცენტრალური საარცევნო კომისია ამომრჩეველთა სიებს ოლქებისა და საარჩევნო უბნების მიხწედვით დაახარისხებს.
სამოქალაქო რეესტრის მონაცემებით, ამომრჩეველთა რაოდენობა 3 მილიონ 700 ათასს შეადგენს.
"კანონის შესაბამისად, დღეს, 1 თებერვალს მოვიტანეთ ყველა იმ ადამიანის მონაცემები, ვისაც 18 წელი უსრულდება მაისის თვისათვის. ამ ეტაპზე ასევე მოვიტანეთ, თუ რა არის განსხვავება 1 აგვისტოს გადმოცემულ მონაცემებსა და დღეს გადმოცემულ მონაცემებს შორის. ასევე, რა არის ახალი მონაცემები რაც დაემატა მონაცემთა ბაზას. ჩვენ ძალიან სერიოზულად ვიმუშავეთ ერთად მისამართების კუთხით ბაზების დახვეწაზე. ჩვენ შევქმენით მისამართების მოანემთა ბაზა, რომელსაც ავტომატურ რეჟიმში იყენებს ტერიტორიული სამსახური", _ განაცხადა გიორგი ვაშაძემ.