ქართულ სახელმწიფოებრიობას არანაირი საფრთხე არ ექმურება, - ამის შესახებ საქართველოს უშიშროების საბჭოს მდივანმა გიგა ბოკერიამ ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ისთვის მიცემულ ინტერვუში განაცხადა.
მისი თქმით, რუსეთის ფედერაციის დამოკიდებულება საქართველოს მიმართ ზოგადად ცნობილია, თუმცა რუსეთის საზღვრის დაღესტნის მონაკვეთზე ჩატარებული სპეცოპერაცია, ვერ იქნება იმის საბაბი, რომ რუსეთის ფედერაციამ რაიმე სახის აგრესია განახორციელოს საქართველოს წინააღმდეგ.
"არანაირი საბაბი რუსეთის ფედერაციას, არანაირი ზღაპრული საბაბიც არ გააჩნია საქართველოს ტერიტორიაზე რამე სახის აგრესიული ქმედებების ჩასატარებლად, ამიტომ მე არ ვთვლი, რომ ახლა ეს საფრთხე რეალურია. რა თქმა უნდა, სწორედ იმიტომ იქნა ამ ტიპის ყურადღება მიქცეული ხელისუფლების მხრიდან, ამ ინციდენტის მიმართ, რომ ასეთი საფრთხე შეიძლება თეორიულად წარმოშობილიყო, თუ მასშტაბები იქნებოდა სხვა და თუ ჩვენს სახელმწიფოს არ ექნებოდა ეფექტური მოქმედების შესაძლებლობა", - განაცხადა ბოკერიამ.
მისივე თქმით, შვეიცარიის საელჩოს საშუალებით, რუსეთის ფედერაცია ინფორმირებული იყო, რომ სპეცოპერაციის შესახებ, რომ გამორიცხულიყო ყოველგვარი გაუგებრობა და პრეტენზია იმის შესახებ რომ ინფორმაციის ნაკლებობა იყო.