ექსპერტი კავკასიის საკითხებში მამუკა არეშიძე დარწმუნებულია, რომ საქართველო-რუსეთის საზღვრის დაღესტნის მონაკვეთზე მომხდარი ინცინდენტს გაგრძელება მოყვება.
"ამაში აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ, რომ ამ ყველაფერს გაგრძელება მოჰყვება და ახლა ქვეყნის შიგნით, უფრო სწორად ოპოზიციურ ფლანგზე დაიწყება კუდიანებზე ნადირობა", - განუცხადა "ჯი-ეიჩ-ენს" არეშიძემ.
არეშიძის განცხადებით, მას დასაშვებად მიაჩნია, რომ ბოლო დროს დაღესტანში განვითარებული მოლენების ფონზე გარკვეულმა დაჯგუფებამ საქართველოში გადაწყვიტა თავის შეფარება, მაგრამ მას ამის დამტკიცებელი ინფორმაცია არ აქვს.
"ეს არის ის თემა, რომელსაც ეჭვისთვალით ვუყურებ. თუმცა ვუშვებ ასეთ ვარიანტსაც. დაღესტანში ვითარება მათი სულიერი ლიდერის ლიკვიდაციის შემდეგ გამწვავდა და არ გამოვრიცხავ რომ, რაღაც ჯგუფმა თავის შეფარება აქ გადაწყვიტა. თუმცა არ მაქვს ამის არავითარი მტკიცებულება", - განაცხადა არეშიძემ.
მისივე თქმით, არ არსებობს იმის ინფორმაციაც ამოწურული იყო თუ არა ბოლომდე მძევლების მშვიდობიანად დახსნის შესაძლებლობა და იყო თუ არა აუცილებელი ამ სახით სპეცოპერაციის ჩატარება, რომელსაც რამდენიმე ადამიანი შეეწირა.
"ჩემთვის გაუგებარია უმთავრესი რამ - ოპერაციის მასშტაბების ლოგიკა, არმიის წაყვანის აუცილებლობა. არის რაღაცეები რაშიც ეჭვი შემაქვს და რაც აუცილებლად მოითხოვს დაზუსტებას", - განაცხადა "ჯი-ეიჩ-ენთან" საუბარში არეშიძემ.