"ქრისტიან-დემოკრატებმა" მცხეთის მაჟორიტარი კანდიდატი დაასახელეს. პარტიის სახელით საპარლამენტო არჩევნებში გალინა ახსაბაძე იბრძოლებს. კანდიდატი დღეს მცხეთელებს გიორგი თარგამაძემ წარუდგინა და მათ პარტიის წინასაარჩევნო პრორგამა "ერთიანი საქართველო ყველა თაობისთვის" გააცნო.
მოძრაობის ლიდერებმა მცხეთელებს "ქრისტიან-დემოკრატების" საარჩევნო პრიორიტეტები გააცნეს და მოსახლეობას გამარჯვების შემთხვევში არსებული პრობლემების მოგვარებას დაპირდნენ. "სახელმწიფო იზრუნებს ყველა თაობის ადამიანზე, ბავშვებს ექნებათ ხელმისაწვდომი და ხარისხიანი განთლების მიღების საშუალება, მათ მშობლებს ექნებათ დასაქმება, ხოლო პენსიოენრებს კი დაფასება", აცხადებენ "ქრისტიან-დემორკატები".
გიორგი თარგამაძის განცხადებით, "ქრისტიან-დემოკრატიული" ღირებულებების გამტარებელი მცხეთაში ქალი კანდიდატი იქნება, რომელიც საკმაოდ გამოცდილია სამედიცინო სფეროში და კარგად იცნობს მცხეთელების პრობლემებს.
"ჩვენ დღეს მცხეთელებს წარვუდგინეთ ქალბატონი გალინა ახსაბაძის კანდიდატურა, რომელიც საკმაოდ კარგად იცნობს მცხეთელების პრობლემებს და არა ერთხელ დამდგარა მათ გვერდში გასაჭირის დროს. დარწმუნებული ვარ, რომ ქალბატონი გალინა მცხეთაში მტკიცედ დაიცავს "ქრისტიან-დემოკრატიულ" ღირებულებებსა და ფასეულობებს" - განაცხადა გიროგი თარგამაძემ.