„ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის" ლიდერმა გიორგი თარგამაძემ წილკანში მოსახლეობასთან შეხვედრის დაწყების წინ, მწუხარება გამოთქვა ლაფანყურში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით. გიორგი თარგამაძემ მიუსამძიმრა დაღუპული ვაჟკაცების ოჯახის წევრებსა და მათ თანამებრძოლებს.
გიორგი თარგამაძის განცხადებით, სოფელ ლაფანყურში განვითარებულ მოვლენებს „ქრისტიან-დემოკრატები" მას შემდეგ შეაფასებენ, როდესაც ხელმისაწვდომი იქნება უფრო მეტი ინფორმაცია ადგილზე განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით და ცნობილი გახდება რუსეთის პოზიცია აღნიშნულ ინციდენტთან დაკავშირებით.
„მიუხედავად იმ პოლიტიკური ბატალიებისა, რომლის წინაშეც დღეს ქვეყანა დგას, არ უნდა დაგვავიწყდეს იმ ვაჟკაცებისთვის პატივის მიგება, ვინც თავი გაწირა ჩვენი ოჯახებისა და ქვეყნის უსაფრთხოებისთვის. მათი პროფესიონალიზმი, თავდადება და პატრიოტიზმი იმსახურებს დაფასებას საქართველოს მხრიდან " - განაცხადა გიორგი თარგამაძემ.