რეჟისორ რობერტ სტურუას აზრით, დევნის ოპერაცია, რომელიც ამ დროისათვის ლოპოტას ხეობაში მიმდინარეობს მიხეილ სააკაშვილის ინსცენირებული. სტურუას აზრით, სააკაშვილი ამ პროვოკაციის შემდეგ, ქვეყნიდან ბიძინა ივანიშვილს გააძევებს, ხოლო აქტიურ ოპოზიციონერ პოლიტიკოსებს კი დაიჭერს. განცხადება აღნიშნულის შესახებ რეჟისორმა "ფეისბუქის" გვერდზე გაავრცელა.
"ასეც ვიცოდი, დაიწყეს ჩვენმა "მშვიდობის მაძიებლებმა" სამხედრო პროვოკაციები. ჩათვალეთ, რომ სამოქალაქო ომი საქართველოში სააკაშვილმა მარიამობას დაიწყო. აი, ნამდვილი ქართველი მორწმუნე "ვაჟკაცი". ახლა ივანიშვილს პერსონა ნონგრატად გამოაცხადებს და სამშობლოდან გააძევებს. მერე ყველაზე აქტიურ ოპოზიციონერებს დაიჭერს , აწამებს, გააქრობს, ისედაც უკვე გაყალბებულ არჩევნებს უფრო გააყალბებს, დარჩება ბედკრულ საქართველოს მართველად, ერთი-ორ უგემოვნო ქალაქით შენობებით დაამშვენებს ჩვენს ქვეყანას და თავის რექტორ-დედიკოსთან და ბებია-ბიზნესმენთან ერთად თათქარიძეებივით რუსულ თვითმფრინავებს ჭერზე ბუზებივით დაითვლის. ამ ამ",- წერს "ფეისბუქის" გვერდზე რობერტ სტურუა.