მოსკოვი ჩინეთს არწმუნებდა ამერიკული კომპანიების ობლიგაციების თავიდან მოშორებას, რათა ამერიკის იპოთეკური დაკრედიტების გიგანტური კომპანიები ჩაეძირა. ამის შესახებ საკუთარ მემუარებში აშშ-ს ექს-ფინანსთა მინისტრი ჰენრი პოლოსონი წერს.
ყოფილი ფინანსთა მინისტრი ამტკიცებს, რომ ჯერ კიდევ 2008 წელს ვიდრე მსოფლიო საფინანსო კრიზისი დაიწყებოდა, რუსეთი ცდილობდა ჩინეთის დარწმუნებას, აშშ-ს წინააღმდეგ ფინანსური ომის დაწყების შესახებ.
მისი თქმით, იგი სთავაზობდა პეკინს ბაზარზე გამოეტანა მსხვილი ამერიკული კომპანიების ფასიანი ქაღალდები. ასეთი სახით რუსეთი ჩინეთის დახმარებით ცდილობდა აეძულებინა აშშ დაეხარჯა მნიშვნელოვანი საბიუჯეტო სახსრები ფინანსური პრობლემების წინ მდგარი უდიდესი იპოთეკური გიგანტების აქციების შესაძენად.
წიგნში "ზღვარზე", პოლსონი საუბრობს, რომ მისთვის აღნიშნული გეგმის შესახებ ცნობილი გახდა 2008 წლის აგვისტოში პეკინის ოლიმპიური თამაშების მიმდინარეობისას და ამის შესახებ ქვეყანაში დაბრუნებისას აშშ-ს იმჟამინდელ პრეზიდენტს ჯორჯ ბუშს მოახსენა.
"რუსეთის ხელისუფლება ჩინეთისადმი შესაბამისი წინადადებით ყველაზე მაღალ დონეზე გამვიდა და სთავაზობდა მოეხდინათ კომპანიების აქციების შეთანხმებული გაყიდვა, რათა აეძულებინათ ვაშინგტონი ექსტერნის წესით მოეხდინა მისი ნაციონალიზაცია", - წერს პელსონი საკუთარ წიგნში და დასძენს, რომ "ამ ამბავმა სერიოზული შეშფოთება გამოიწვია. ინტენსიურ გაყიდვას შეეძლო გამოეწვია GSE-ს ნდობის მკვეთრი დაკარგვა და მღელვარება ბაზარზე".
პელსონი წიგნში აღნიშნავს, რომ ჩინეთის ხელისუფლებამ რუსეთს აშშ-ს წიანაღმდეგ ფინანსური ომის დაწყებაზე უარი უთხრა და მოსკოვის გეგმამ არ იმუშავა.
უნდა აღინიშნოს, რომ რუსეთის ხელისუფლების წარმომადგენლებმა უკვე განაცხადეს, რომ არავითარი კავშირი ამერიკული კომპანიების ობლიგაციების გაუფასურებასთან მათ არ გააჩნიათ.