პარტია "საქართველსო გზის" ერთ-ერთმა ლიდერის მამუკა ბალიაშვილის ინფორმაციით, 5 ახალგაზრდა, რომელთაც თითქოს ტყეში გზა აებნათ და დაიკარგნენ, არა დაკარგული, არამედ ტყვედ არიან შეიარაღებული დაჯგუფების მიერ.
"მე მაქვს ინფორმაცია, რომ ეს ხალხი, არა დაკარგული, არამედ ტყვედ იქნა აყვანილი შეიარაღებული დაჯგუფების მიერ, რომელიც სავარაუდოდ რუსეთის ფედერაციის საზღვრიდან შემოვიდა და მათი რაოდენობა 17 მდე მერყეობს", - განაცხადა მამუკა ბალიაშვილმა დღეს გამართულ პრეკონფერენციაზე.
მისივე თქმით, აღნიშნული ინციდენტის შემდგომ რეგიონში მდგომარეობა ყოველწუთს იძაბება, გამოცხადებულია საგანგებო მდგომარეობა, შეყვანილია რამდენიმე ერთეული ვერტმფრენი, მძიმე ტექნიკა, შსს და თავდაცვის სამინისტროს შენაერთები, წუხელ მთელი ღამის განმავლობაში ადგილობრივების ინფორმაციით ტყიდან სროლის ხმა ისმოდა, ადგილობრივებს არ აქვთ ინფორმაცია როგორ მოიქცნენ ისინი პანიკაში იმყოფებიან, გარდაცვლილია ლაფანყურის ერთი მაცხოვრებელი, რასაც შსს უარყოფს, ადგილობრივებს აქვთ ვარაუდი, რომ ამ ადამიანმა არა თავი მოიკლა, არამედ ოპერაციის დროს დაიღუპა.
"ეს პროვოკაცია, რუსეთის საზღვრებთან, შესაძლოა შედიოდეს სააკაშვილის ინტერესში, ამავე დროს, ჩნდება ბუნებრივი კითხვა, რატომ ვერ ახერხებს ან არ ახერხებს საქართველოს ხელისუფლება დაიცვას საქართველოს საზღვრები შეიარაღებული დაჯგუფებებიდან,
აღნიშნულიდან გამომდინარე, მოვითხოვთ დეტალურ ინფორმაციას მიმდინარე ოპერაციის შესახებ, გვაქვს საფუძვლიანი ეჭვი, ვივარაუდოთ, რომ ეს არის გამიზნული პროვოკაცია, რომლის მიზანი მდგომარეობის ესკალაციაა, მოვითხოვთ რეგიონში საერთაშორისო ორგანიზაციების შესვლას და სიტუაციის ნორმალიზებას",- განაცხადა მამუკა ბალიაშვილმა