"ქრისტიან-დემოკრატები~ და ჯონდი ბაღათურია პენსიების საარსებო მინიმუმთან გათანაბრების მოთხოვნით ერთიანდებიან. ამის შესახებ გადაწყვეტილება თარგამაძემ და ბაღათურიამ დღეს გამართული კონსულტაციის შემდეგ გაახმოვანეს.
კონსულტაცია აღნიშნულ პოლიტიკურ ძალებს შორის ბაღათურიას პარტიის მიერ მომზადებული სოციალურ პაკეტთან დაკავშირებით გაიმართა.
როგორც შეხვედრაზე ბაღათურიამ განაცხადა, სოციალური პაკეტის ცვლილებებით, 2 მილიონ ადამიანს შიმშილით სიკვდილს ხელიდან გამოგლეჯენ.
მისი თქმით, საქართველოში პენსია საარსებო მინუმუმს უნდა გაუტოლდეს და 150 ლარი გახდეს, ხოლო სოციალურად გაჭივრებულ ადამიანებს უფასო სამედიცინო პოლისები გადაეცეთ.
თარგამაძის განცხადებით კი, მისი მოძრაობა აღნიშნულ პაკეტს მხარს დაუჭერს, რადგან პენსიონერები უმძიმეს მდგომარეობაში არიან.
მისი თქმით, პენისონერების დაზღვევაზე უარს ამბობს სადაზღვევო კომპანიები და არც ხელისუფლება ზრუნავს მათზე. ,,ეს საკითხები ვიწრო პარტიულ ინტერესებს სცდება, რადგან საქმე ეხება ათასობით გაჭივრებულ ადამიანს. ქვეყანაში ახალგაზრდებს უჭირთ სამსახურის პოვნა და რა უნდა გააკეთონ პენსიონერებმა. პრეზიდენტი კერძო სადაზღვვევო კომპანიების წარმომადგენლებს იბარებს და დავალებებს აძლევთ, თუმცა ეს საკითხი ავიწყდება. Aამ პრობლემების მოგვარების დაპირებებით კი ბევრი ხელისუფლებაში მოვიდა'', - განაცხადა თარაგამძემ.
გარდა ამისა, უმცირესობის ლიდერი აქცენტს იმაზეც აკეთებს, რომ ქვეყანაში საპენსიო რეფორმების დაწყებამდე მოსახლეობის დისკრედიდაცია არ უნდა ხდებოდეს, რომ დედაქალაქში მცხოვრები პენსიონერის პენსია გაიზარდოს, ხოლო რეგიონებში მყოფი პენსიონერების პენსია უცვლელი დარჩეს.
,,არ ვსაუბრობთ ფუფუნების საგნებზე, რომლითაც შეიძლება ადამიანმა კომფორტი შეიქმნას, პენსიის გაზრდა და მედიკამენტები, რომ პენსიონერებს დაუგროვდეს ცხოვრების ნორმალური პირობაა'', - აღნიშნა თარგამაძემ.
აღსანიშნავია ისიც, რომ ,ქართული დასი'' საგაზაფხულო სესიის დაწყებამდე ხვალ, პარლამენტის შენობის წინ პენსიონერებთან ერთად პენსიის გაზრდის მოთხოვნით აქციას გამართავს, რომელსაც სოლიდარობას ,,ქრისტიან-დემოკრატებიც'' უცხადებენ.