ამ დროისთვის თელავის რაიონის სოფელ ლაფანყურში სიმშვიდეა. სოფელში კვლავ რჩებიან სამართალდამცველები.
თელავში იმყოფება შს მინისტრი ბაჩო ახალაიაც.
გავრცელებული ინფორმაცია, რომ ლაფანყურის მოსახლეობამ ტერიტორია დატოვა, სიმართლეს არ შეესაბამება. სოფლის რწმუნებულის განცხადებით, მოსახლეობას საფრთხე არ ემუქრება.