ხვალ, 29 აგვისტოს, 13:00 საათზე, ბლოკ ,,ბიძინა ივანიშვილი - ქართული ოცნების" ფოთის საარჩევნო შტაბში, ფოთის მაჟორიტარი კანდიდატი ეკა ბესელია და კოალიცია ,,ქართული ოცნების" ჩხოროწყუს მაჟორიტარი კანდიდატი ლევან იზორია გამართავენ ერთობლივ ბრიფინგს ფოთში - ადგილობრივი ხელისუფლების მიერ კერძო საკუთრების ხელყოფის ფაქტებთან დაკავშირებით.
კოალიცია ,,ქართული ოცნების" მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ეკა ბესელია სამართლებრივ შეფასებას მისცემს ფოთის ყოფილი მერის მხრიდან უკანონოდ, კერძო საკუთრებაში მყოფი ავტოფარეხების ნგრევის ფაქტებს.
მასალის გამოყენების პირობები